მათემატიკაში ფიბონაჩის მიმდევრობა წარმოადგენს მთელ რიცხვთა მიმდევრობას, რომელშიც ყოველი რიცხვი (პირველი ორი რიცხვის შემდეგ) მისი წინამორბედი ორი რიცხვის ჯამის ტოლია:
0, 1, 1, 2, 3, 5, 8, 13, 21, 34, 55, 89, 144, ...
კვადრატების წყობა, სადაც ყოველი კვადრატის გვერდების სიგრძე, თანმიმდევრობით, ფიბონაჩის რიცხვებს შეესაბამება
ფიბონაჩის სპირალი: ოქროს სპირალის აპროქსიმაცია, რომელიც შექმნილია კვადრატების მოპირდაპირე კუთხეებს შორის შემაერთებელი რკალების გავლებით;[4] ამ შემთხვევაში, გამოყენებულ კვადრატთა [გვერდების] ზომებია: 1, 1, 2, 3, 5, 8, 13 და 21.